ქობულეთში დედამ 15 წლის შვილი საწოლში გარდაცვლილი იპოვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალსოფლის დასახლებაში, დედამ 15 წლის შვილი საწოლში გარდაცვლილი იპოვა. 

ამ ეტაპზე, უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.