ქობულეთში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები დაიტბორა

ძლიერმა წვიმის გამო, პრობლემები შეიქმნა ქობულეთში. დატბორილია რკინიგზის სადგურის მიმდებარე რამდენიმე ქუჩა, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წყალი საცხოვრებელ სახლებშიც შევიდა. 

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ვითარების გასაცნობად ადგილზე გასულია შესაბამისი ჯგუფები.