ქობულეთში ხანძარია

ქობულეთში, სოფელ გვარაში ხანძარია. ცეცხლი ხილის ბაღს უკიდია.  არსებული ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტრამდე ფართობი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ადგილზე მეხანძრე-მაშველების სამი ეკიპაჟია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები .

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. დაწყებულია გამოძიება.