ქობულეთში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, ხანძრის შედეგად, 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს, სახლში ერთი პირი იმყოფებოდა.

როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ჩაქრობით სამუშაოებში 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული. ამ დროისათვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია, საცხობრებელ სახლში ხანძარი.