ქობულეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ხანძარი გაჩნდა. 

დამწვარია საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, ღუმელიდან გადმოვარდნილი ნაკვერჩხლის აალებით გაჩნდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.