ქობულეთში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. 

არასრულწლოვნის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.