"კომენდანტის საათი" შემსუბუქდა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებდა, შემსუბუქდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. 

დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათიდან იმოქმედებს.