კომპანია GWP წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით აცხადებს

25 ოქტომბერს, ღამის 23:00 საათიდან 26 ოქტომბრის დილის 07:00 საათამდე გლდანის რაიონში, ხერგიანის ქუჩაზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რეზერვუარზე გადაუდებელ, ინტენსიურ რეცხვით სამუშაობს ჩაატერებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები შენგელიას, ვეკუას, ხიზანიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე ზედაპირულად გამოიწვევს წყლის ნაკადით დინებას. გლდანის რაიონში ქსელის რეცხვითი სამუშაობი გაგრძელდება 26 და 27 ოქტომბერსაც.

,,მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის მიზნით, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური ჯგუფები მხოლოდ ღამის საათებში, 23:00 საათიდან 07:00 საათამადე პერიოდში იმუშავებენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.