კორონავირუსით თბილისში ექიმი გარდაიცვალა

თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი - რეანიმატოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა.

სოფიო შინჯიაშვილის გარდაცვალების შესახებ კლინიკის "ფეისბუქის" გვერდზე ემოციური პოსტი ვრცელდება.

"დიდი ტკივილი მოგვაყენა ჩვენი კლინიკის ექიმი - რეანიმატოლოგის სოფიო შინჯიაშვილის გარდაცვალებამ.

მიხაილოვის საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უსამძიმრებს ოჯახს და გამოთქვამს გულწრფელ მწუხარებას.

დიდი დანაკლისია ასეთი მეგობრის, კოლეგის და პროფესიონალის დაკარგვა ჩვენთვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!", - აღნიშნულია კლინიკის "ფეისბუქის" გვერდზე.