კორონავირუსი ,,ენგურჰესის" კიდევ 22 თანამშრომელს დაუდასტურდა

,,ენგურჰესის" კიდევ 22 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განუცხადა. 

მალხაზ თორიას განცხადებით, საბერიოში ჯამში 28 პირი დაინფიცირდა, მათგან 22 ,,ენგურჰესის" თანამშრომელია.

ცნობისთვის, ,,ენგურჰესის" თანამშრომლებს კორონავირუსი 10 სექტემბერსაც დაუდასტურდათ.