კორონავირუსით 25 წლის ორსული გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი ბათუმში ცხოვრობდა.
"ბათუმელების" ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ ორსულს თავდაპირველად ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდნენ, შემდეგ ის ოჯახმა თურქეთში გადაიყვანა, სადაც, საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
საკეისროს შემდეგ ქალი გარდაიცვალა, ახალშობილი კი გადარჩა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი. გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 3 397 ინფიცირებული.