"კორონავირუსი და ჯილეხი"- 42 წლის ქალი თბილისში გადმოიყვანეს

ყარაჯალარის მკვიდრს, 42 წლის ქალს კორონავირუსი და ჯილეხი დაუდგინდა.

ორი მძიმე დიაგნოზით ინფიცირებული თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს.

ინფორმაცია ამის შესახებ Report.ge-ს კლინიკაში დაუდასტურეს.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.