კორონავირუსი "ქართული ოცნების" ოფისის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა

COVID-19 "ქართული ოცნების" ოფისის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი 5 პირია ინფიცირებული. ორი ინფიცირებული სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლის კონტაქტებიდან არის, მათ შორის ერთ-ერთი პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის წევრია. 

პარტიის ოფისის 200 თანამშრომელს COVID-19-ზე ტესტი უკვე ჩაუტარდათ. 

ქართული ოცნების განცხადებით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. დადასტურებულ პაციენტთან ახლო კონტაქტ პერსონალს გარკვეული პერიოდი შეეზღუდა კონტაქტები და დროებით იზოლაციაში გადავიდნენ. მოხდა ოფისის დეზინფექცია.