კორონავირუსი ლენტეხში მცხოვრებ მამაკაცს დაუდასტურდა 

კორონავირუსი ლენტეხში მცხოვრებ 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებსა და დაინფიცირების წყაროს იკვლევენ. აღნიშნული პაციენტი ერთ-ერთია იმ სამიდან, რომელთა ანალიზის პასუხები დღის ბოლოს გახდა ცნობილი. ქუთაისის ლაბორატორიაში 45 საეჭვო ანალიზი გამოიკვლიეს და მათგან სამი დადებითი აღმოჩნდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 211 შემთხვევაა დადასტურებული.