კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 946-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 825 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3310 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 203 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.