კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურ ვებ-გვერდზე StopCov.ge-ზე განახლდა. 

უახლესი მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 951 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 828-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3569 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –199.