თენგიზ ცერცვაძე: სიკვდილის შემთხვევა არც ერთი არ გვექნება - LIVE

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უცვლელი რჩება. ამ დროისთვის რეგისტრირებულია 33 შემთხვევა. ამ პაციენტებიდან ერთმა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილება დატოვა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, პაციენტი, რომელმაც ინფექციური საავადმყოფო დატოვა, თვითიზოლაციაში ორი კვირა იქნება.

რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, თენგიზ ცერცვაძის თქმით 12 პაციენტს აქვს პნევმონია, 4 მათგანს კი საყურადღებო მდგომარეობა აქვს. მისივე თქმით მედპერსონალი ამ შემთხვევებში ფატალურ შემთხვევებს არ ელიან.

"სიკვდილის შემთხვევა არც ერთი არ გვექნება,"-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.