კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი კრიტიკულად გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის  დღიური მაჩვენებელი 11 პროცენტს აღწევს. 

დღეს, 3 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებით, დღიური მაჩვენებელი -10,99%, ბოლო 14 დღის - 7,41%, ბოლო 7 დღის - 8,08% შეადგენს.

ბოლო 24 საათში საქართველოში 4827 შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი დაუდასტურდა 428670 ადამიანს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 388893 ინფიცირებული.