კორონავირუსის გამო "მედალფას" სამედიცინო ცენტრი პაციენტებს აღარ იღებს

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, კასპის სამედიცინო ცენტრი, პაციენტების გეგმურ მიღებას დროებით წყვეტს.  კორონავირუსი დაუდასტურდა კლინიკის რამდენიმე მედიკოსს.

კლინიკის მენეჯერის, მამუკა კორინთელის თქმით, COVID-19-ზე 18 მედიკოსის განმეორებითი ტესტირების პასუხებს ელოდებიან. 

მისივე თქმით, პასუხების მიღებამდე, ხვალ 12:00 საათამდე, კლინიკა პაციენტების გეგმურ მიღებას წყვეტს.