კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი მცირდება

24 სექტემბრის მონაცემებით კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.65%-ია. ბოლო 14 დღის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 6.62% დაფიქსირდა, ხოლო 7 დღის მანძილზე  - 6.17%

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 497 შემთხვევა, აჭარაში - 84, იმერეთი - 278, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 119, გურია - 50, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 153, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.