კორონავირუსის საწინააღმდგო ვაქცინით 3674 მედიკოსი აიცრა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის ჯანდაცვის სფეროს 3 674 თანამშრომელი აიცრა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სპეციალურად შექმნილ პორტალზე booking.moh.gov.ge რეგისტრირებულია 5 250 მედიკოსი. 

Astrazeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა ქვეყანაში 12 მარტს შემოვიდა. ის რეგიონების მიხედვით გადანაწილდა. ვაქცინაცია მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.