კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით მიხედვით, ვირუსი კიდევ ორმა პაციენტმა დაამარცხა. ამ დროისთვის, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 56-ს შეადგენს.

ამავე ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, 236-მდეა გაზრდილი დაინფიცირებულთა რიცხვიც.

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.