კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ დრამატულად გაიზარდა

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის რეკორდული, 152 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე StopCov.ge-ზე განახლდა.

შედეგად ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 2 227-ს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1 369. გარდაიცვალა 19 ადამიანი.

ამ დროისათვის კარანტინში 5 882 ადამიანი იმყოფება. ხოლო, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 390.