კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

კორონავირუსის ინფექციის შედეგად, ესპანეთში მცხოვრები საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი განმარტებით, საქართველოს მოქალაქე 65 წლის იყო, ის ბარსელონაში ცხოვრობდა და ონკოლოგიური პაციენტი იყო.

დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზეა გარდაცვლილის ოჯახთან და დაკრძალვის პროცედურები პროტოკოლის დაცვითა და ოჯახთან შეთანხმებით განხორციელდება.

მინისტრმა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ოჯახს მიუსამძიმრა.