კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ყველაზე მეტი, 59 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში დადასტურდა 4 743 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3393 პაციენტი.

სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 506 040 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 440 370 ადამიანი და გარდაცვლილია 6649.