კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. 

კლინიკაში აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩვილს კორონავირუსის ალფა (ბრიტანული) შტამი ჰქონდა დადასტურებული.

კლინიკაში რჩება კიდევ ორი ინფიცირებული ჩვილი, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა.