კორონავირუსს ექიმი ირინა მიმინოშვილი ემსხვერპლა

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე Facebook-ზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

მისი თქმით, კოვიდით გარდაცვლილთა შორის მისი ექიმი ირინა მიმინოშვილიც არის.

"დღეს 81 ადამიანი წაგვართვა კოვიდმა მათ შორის ჩემი უსაყვარლესი ექიმი ირინა მიმინოშვილი. რა ვთქვა არ ვიცი",წერს ნინო ზამბახიზე ფეისბუქზე.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსურ გართულებას ემსხვერპლა გარდაიცვალა 81 ადამიანი.