კორონავირუსს "რუსთავი 2-ის" კიდევ ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა

კორონავირუსით "რუსთავი 2-ის" კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კახა ნატრიაშვილი ტრანსპორტის სამსახურში მუშაობდა. 

მას ინფექცია 9 დღის წინ დაუდასტურდა და გუშინ გარდაიცვალა. გართულებული მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

3 დღის წინ ინფექციას ტელეკომპანიის მთავარი ენერგეტიკოსი, ზურა მესხი ემსხვერპლა, ის 50 წლის იყო.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

3 316 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი.