კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 368 022 შემთხვევაა დადასტურებული.

გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი, სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 5 335 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი. ჯამში ვირუსისგან საქართველოში 353 231 მოქალაქეა განკურნებული.