კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 832 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში დადასტურებულია 348 594 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 17 პაციენტი გარდაიცვალა, სულ საქართველოში ვირუსს 4 893 პაციენტი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 624 პაციენტი, სულ ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია 332 304 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 31 409, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 17 617, PCR ტესტით - 13 792

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2.65%, ბოლო 14 დღის - 3%, ბოლო 7 დღის - 2.98%.