კოვიდსასტუმროში 60 წლის უსიმტომო ქალი გარდაიცვალა

თბილისის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში უსიმტომო 60 წლის ქალი გარდაიცვალა. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრები სასტუმროს მედპერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ქალს კორონავირუსი არ ჰქონდა და უყურადღებობის გამო, სავარაუდოდ, შაქრიანი დიაბეტით გარდაიცვალა. 

"4 დღეა, რაც ამ სასტუმროში იყო მოთავსებული და მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ, მხოლოდ საკვებს აწვდიდნენ. მე ვურეკავდი და ვეუბნებოდი, რომ დედაჩემი ცუდად არის, შაქრიანი დიაბეტი აქვს და ყურადღება სჭირდება. ისინი მეუბნებოდნენ, ამდენჯერ რატო რეკავო. ტესტი გუშინ გაუკეთეს დღეს კი გარდაიცვალა", - ამბობს გარდაცვლილი ქალის შვილი.