კოვიდთან ბრძოლაში ჩართული ექიმები ფინანსურს დახმარებას მიიღებენ 

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით სამედიცინო პერსონალი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშია ჩართული, ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

„ამის შესახებ ქალბატონ მინისტრთან უკვე ვისაუბრე. სამედიცინო პერსონალს, რომელიც განსაკუთრებით კოვიდთან ბრძოლაშია ჩართული, ფინანსური დახმარებისა და წახალისების ელემენტები აუცილებლად სჭირდება და ეს იქნება განხორციელებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.