ქრისტიანთა ნაწილი დღეს ბზობას აღნიშნავს

კათოლიკები, ლუთერანები, მეთოდისტები, ანგლიკანები, მორავიანელები და პროტესტანტები ბზობის (პალმის კვირადღე) დღესასწაულს აღნიშნავენ. 

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მათ მიულოცა; სიხარული და მშვიდობა უსურვა. 

ამ დღეს მორწმუნეთა ნაწილი იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლას აღნიშნავს. მრევლი ბზობას (იგივე პალმის კვირადღეს) აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე ზეიმობს.