კრწანისში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ არასრულწლოვანს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. ამის შესახებ "ნიუჰოსპიტალსის" რეანიმატოლოგმა ალექსანდრე მხარგრძელმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა დაშავებული კონტაქტურია და მართვით სუნთქვაზე არც ერთი მათგანი იმყოფება.
"კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. სამის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორ პაციენტთან იგეგმება ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. საკმაოდ რთული ოპერაციაა.
გრძელდება პაციენტების ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება. 4-ვე მათგანი კონტაქტურია", - ამბობს ალექსანდრე მხარგრძელი.
კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი მკურნალობას კლინიკაში გადის.