კრწანისის რაიონში დასუფთავების აქცია გაიმართა

კრწანისის რაიონში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცის დედაქალაქის მერია ავრცელებს. „თბილსერვის ჯგუფმა“, დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, კრწანისის რაიონში, მიმდებარე ფერდობები და გამწვანებული ტერიტორიები საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისაგან გაწმინდეს.

დასუფთავების აქციაში ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 30 თანამშრომელი. ადგილზე სპეციალური ტექნიკაც იყო მობილიზებული.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი, რომეო მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ და ის ნაგავშემკრებ კონტეინერებში მოათავსონ.