ქუთაისში კორონავირუსი ოთხმა პაციენტმა დაამარცხა

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ 4-მა პაციენტმა დაამარცხა. როგორც Report.ge-ს მედიკოსებმა განუცხადეს, გამოჯანმრთელებული პაციენტები საავადმყოფოს დღის ბოლომდე დატოვებენ.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურში, ახალი კორონავირუსით 23 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 496 შეადგენს. 

მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 149 ადამიანი. გარდაცვლილია - 6. კარანტინის რეჟიმში - 4833 პირი რჩება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი იმყოფება.