ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმაა ქუთაისში. დატბორილია რუსთაველის ახლადრეაბილიტირებული ქუჩა, სადაც სანიაღვრეებმა წყლის ძლიერი ნაკადი ვერ გაატარა.

გართულებულია ფეხით სავალ ბილიკებზე გადადგილება.

რამდენიმე ქუჩაზე შექმნილია საცობი.

ქუთაისში დილიდან გადაუღებლად წვიმს.

როგორც report. ge-ს ქუთაისის მერიის სპეცსერვისების ხელმძღვანელმა კოტე ჯავახაძემ განუცხადა, სანიაღვრე სისტემები იწმინდება ყოველდღიურად.

"უბრალოდ სტიქიაა და უხვი ნალექის გამო,მილები ვერ ასწრებს წყლის გატარებას."-აცხადებს ჯავახაძე.