ქუჩები, სადაც 23 ოქტომბერს ელექტროენერგია შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, 23 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახოსპირელის ქუჩის მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, გრიგოლ ვოლსკის, ნადიკვარის და ორთაჭალის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, სამგორის დასახლების, სამგორი-I დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, სამრეწველო დასახლების, ვარკეთილის III მასივის III კვარტლის, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, მიხეილ გახოკიძის, გიორგი ბერიაშვილის, დამპალოს, რომანოზ ხომლელის, აბაშვილის, თვალჭრელიძის, მაისურაძის, კაკლიანის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ბანძელაძის, ამბეკი ტაბიძის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალშენის, ბალანჩივაძის და ჩიქოვანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გობრონიძის და ლეო კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.