ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდა

დღეიდან, 28 სექტემბრიდან, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

,,ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, სამოძრაო ზოლის მარჯვენა მხარეს, ნინოშვილის ქუჩის კვეთიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის კვეთამდე შეიზღუდა", - აცხადებენ უწყებაში.