კულინარიის აკადემიის ლექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოს კულინარიის აკადემიის ლექტორი რუსო გოგოლაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ კულინარიის აკადემია სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"დღეს დავემშვიდობეთ რუსოს.კულინარიის აკადემიის ლექტორი, რუსო გოგოლაძე კოვიდით გარდაიცვალა. ფასდაუდებელია მისი წვლილი კულინარიის აკადემიის განვითარებაში.

მუდამ მისი მადლიერები ვიქნებით და მისი ხსოვნა ჩვენთან დარჩება", - აღნიშნულია ინფორმციაში.