კულუმბეგოვი "ფაიზერით" და "ასტრაზენეკათი" აცრილებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ექიმი კვლევაზე დაყრდნობით, "ფაიზერითა" და "ასტრაზენეკათი" აცრილებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

"ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 5 თვის შემდეგ "ფაიზერით" და "ასტრაზენეკათი" ვაქცინირებულები თანაბარი ალბათობით ინფიცირდებიან და ხვდებიან კლინიკაში და არანაირი სხვაობა არ ვლინდება ამ ორი ვაქცინის ეფექტურობაში. ეს მათთვის, ვისაც "ასტრაზენეკათი" აცრილების ბედი "ადარდებს!", - წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.