კურორტი გომისმთა დაისეტყვა - VIDEO

კორორტ გომისმთაზე სეტყვა მოვიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქია წუთნახევარს გაგრძელდა, თუმცა დააზიანა ბაღები, ავტომანქანის სახურავები და საცხოვრებელი სახლები. 

სეტყვა უჩვეულოდ დიდი ზომისაა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ასეთი რამ აქამდე არ უნახავთ. 

"საქარე მინები დაუზიანდა მანქანას, კარტოფილის ბაღები განადგურდა, სახლის სახურავიც დამიზიანდა. მანქანაზე რამის გადაფარება ვერ მოვასწარი, ისე უეცრად დაიწყო. ასეთი რამ აქამდე არასდროს მინახავს" - თქვა მირზა ნაკაშიძემ.