კუს ტბის საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის მიზეზი რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოებია. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შეზღუდვა 4 სექტემბერს, 09:00-დან 11:00 საათამდე იმოქმედებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

,,თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.