ქუთაისში აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა

ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

მათივე ცნობით, სამოქალაქო აქტივისტები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისის მერიის შენობაში შესვლას და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აღნიშნულს აქციიის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ამ დროისთვის, აქციაზე შედარებით მშვიდი ვითარებაა.