ქუთაისში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქუთაისში COVID-19-ის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  

ინფიცირებული 61 წლის ქალია და ის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს.

პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას საკუთარი ინიციატივით მიმართა. კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის, 3 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.