ქუთაისის 32-ე სკოლის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

ქუთაისში 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მასწავლებელი გაიტესტა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ე.წ. ქორწილის კლასტერთანაა დაკავშირებული.

აღნიშნულ საჯარო სკოლაში სწავლა 1 ოქტომბერს განახლდება.