ქუთაისის აეროპორტში მგზავრი გარდაიცვალა

ქუთაისის, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევა გახდა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. 

Report.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეა. 

ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.