ქუთაისის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია, დაახლოებით, ასი კვადრატული მეტრი. ცეცხლი ადმინისტრაციის ოთახებს გაუჩნდა. მეწარმეები არ დაზარალებულან. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე რვა სამაშველო ჯგუფი და 40 მეხანძრე მაშველი მუშაობდა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.