ქუთაისის ინფექციურმა საავადმყოფომ ცხრა პაციენტის ტესტის პასუხი მიიღო

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში, ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსის ტესტზე, ცხრა პაციენტის პასუხი მიიღეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ცხრავეს შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.

მათივე ინფორმაციით, პაციენტებს შესაბამისი დანიშნულება მიეცემათ და სავარაუდოდ, ხვალ თვითიზოლაციაში ან კარანტინში დააბრუნებენ.