ქუთაისის "ინფექციურში" COVID-19-ით ინფიცირებული ქალი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. 41 წლის ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტი ქუთაისში ბათუმიდან გადმოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ორი პაციენტით გაიზარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 895 შემთხვევაა რეგისტრირებული.